ოთხშაბათს, 12 ოქტომბერს 15:00-18:00 საათზე ლიბერთი ბანკი მართავს კამპანია "სტუდენტური დასაქმება 2023" პრეზენტაციას, რომელიც გაიმართება თბილისში, salt restaurant-ში.
დახურულ ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის მე-3 და მეოთხე, ასევე ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებს თუმცა შეზღუდული რაოდენობით, ამიტომ გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ღონისძიების აღწერას.
ღონისძიების განრიგი:
ბანკში არსებული მიმართულების ხელმღვანელები სტუდენტებს მოუყვებიან მიმდინარე სიახლეების შესახებ და გააცნობენ მათთან სტაჟირების შესაძლებლობებს.
სპიკერები:
ფინანსური დირექტორი - ვატო ბაბუნაშვილი
HRდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - ნინო ჩიხლაძე
დიჯითალ ბიზნესის ხელმძღვანელი - გიორგი ქოროღლიშვილი
რისკების დირექტორი - გიორგი გვაზავა
აიტი მიმართულების ხელმძღვანელი - თორნიკე ბენიძე
ღონისძიებას ასევე დაესწრებიან 2022 წლის სტაჟირების პროგრამაში ჩართული სტაჟიორები და მათი მენტორები, რომლებიც სტუდენტებს რეალურ გამოცდილებას გაუზიარებენ.წინა წლის ღონისძიების შესახებ ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/LibertyCareer/videos/453158446146872/?extid=NS-UNK-UNK-UNK-IOS_GK0T-GK1C
შეხვედრის მიმდინარეობისას ჩატარდება გათამაშება, ხოლო საღამო დასრულდება ფურშეტითა და კოქტეილებით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ ბმული. რეგისტრაცია დაიწყება 6 ოქტომბრის 09.00 საათიდან და დასრულდება 7 ოქტომბრის 09.00 საათზე : https://forms.gle/uqLK5MhgXnThGrze7